ჯუანშერ ბურჭულაძე: შემოთავაზება მივიღე, განვიხილო NATO-ში ელჩობის თანამდებობა
01/02/2024 11:14:21 პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ შემოთავაზება მიიღო NATO-ში ელჩობის თანამდებობა განიხილოს.
მისივე თქმით, ეს იქნება 4 თვის შემდეგ.
„13 წელია საჯარო მოხელე ვარ, მყავს დიდი ოჯახი. შემოთავაზება მივიღე, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი, რომ განვიხილო NATO-ში ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას. ფიქრის დრო მაქვს, ეს 4 თვე იქნება ჩემთვის დასვენების პერიოდი, 13-წლიანი საჯარო მოხელეობის, ასევე მივიღებ გადაწყვეტილებას გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.


