პარლამენტში კობახიძის გამოთავისუფლებულ ადგილს გიორგი ბარვენიშვილი დაიკავებს
01/02/2024 13:00:43 პოლიტიკა
პარლამენტში ირაკლი კობახიძის გამოთავისუფლებულ ადგილს გიორგი ბარვენიშვილი დაიკავებს. იგი "ოცნების" პროპორციულ საარჩევნო სიაში 71-ე იყო.
დღეს ირაკლი კობახიძე პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს.
რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანის ადგილს, რომელიც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი იქნება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ჩიქოვანი მაჟორიტარული სიით იყო არჩეული და რადგან საარჩევნო წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება, შესაბამისად, ზუგდიდს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი არ ეყოლება.


