Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი: „ლელო“ ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს

ანა ნაცვლიშვილი: „ლელო“ ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს

05/02/2024 06:56:03 პოლიტიკა

„ლელო“ ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამთავრობო ცვლილებებით, არაფერი იცვლება.

"ქართული ოცნების" მთავრობამ ვინც არ უნდა წამოაყენოს პრემიერად და რა შემადგენლობის გუნდიც არ უნდა დაასახელოს, ფაქტი არის უცვლელი - ეს ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ოკუპანტის ინტერესებს. შესაბამისად, "ლელო", რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება, ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს და მხარს არ დაუჭერს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ სამთავრობო პროგრამას და განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მოუსმენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S