Accentnews.ge
ანა ბუჩუკური: მთავრობის გეგმის 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა

ანა ბუჩუკური: მთავრობის გეგმის 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა

05/02/2024 07:18:18 პოლიტიკა

მთავრობის გეგმის 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ამაში ბუნებრივია, დანაშაული და ცუდი არაფერია, უბრალოდ პრობლემა არის ის, რომ სამი წლის განმავლობაში რას აკეთებდა მთავრობა გაურკვეველია".

"ჩემთვის პირადად "საინტერესო" იყო თავდაცვის მიმართულებით ნატოსთან დაკავშირებით ფორმულირების ცვლილება და დარწმუნებული ვარ, სხვებსაც და ჩვენს გუნდსაც ამაზე ბუნებრივია, ექნება შეკითხვა," - განაცხადა ბუჩუკურმა.

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ სამთავრობო პროგრამას და განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მოუსმენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S