Accentnews.ge
ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია აზერბაიჯანსა და თურქეთთან სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობა, წელს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი საქართველოში ჩატარდება

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია აზერბაიჯანსა და თურქეთთან სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობა, წელს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი საქართველოში ჩატარდება

05/02/2024 07:44:10 პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანსა და თურქეთთან სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობა. ამის შესახებ მან პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წელს საქართველო სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს.

"ჩემთვის და თავდაცვის ძალების თითოეული წარმომადგენლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკასთან სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობა. გასულ წელს, სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი ჩატარდა აზერბაიჯანში, ხოლო წელს ღონისძიებას უმასპინძლებს საქართველო. ჩვენ მეზობლებთან: აზერბაიჯანთანაც, სომხეთთანაც და თურქეთთანაც გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S