Accentnews.ge
სხდომაზე, რომელზეც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინეს

სხდომაზე, რომელზეც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინეს

05/02/2024 09:31:36 პოლიტიკა

პარლამენტგში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, „ლელოს" წევრ დეპუტატს სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინეს.

კერძოდ, მას სხდომის წამყვანმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჯერ მიკროფონი გაუთიშა შედეგ კი დაბრაზი დაატოვებინა. ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს "ოლიგარქი" უწოდა.

"საპატიო თავმჯდომარედ თუ მოიხსენიებთ...საპატიო თავმჯდომარე არის სტატუსი...თქვენ სად გგონიათ თავი?...მშვენივრად საუბრობთ მიკროფონის გარეშე... მე თქვენ მოგიწოდებთ ისაუბროთ კორექტულად, შეურაცხყოფის გარეშე კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში...აქ არ ვართ იმისთვის, რომ თქვენს პერფორმანსებს ვუსმინოთ", მიმართა ოხანაშვილმა სამადაშვილს.

გარდა ამისა, სალომე სამადაშვილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავდა კითხვით კორუფციასთან დაკავშირებით.

ოხანაშვილმა დეპუტატს ფაქტების მოყვანისკენ მოუწოდა, რასთან დაკავშირებითაც სამადაშვილმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევა დაასახელა.

კორუფციასთან დაკავშირებულმა ბრალდებამ დარბაზში ხმაური გამოიწვია.

"მოქცევას რომ ისწავლით, მაშინ შემობრძანდებით დარბაზში, დატოვეთ დარბაზი", - მიმართა მას ოხანაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა დარბაზის დატოვებისას განაცხადა, რომ მინისტრობის კანდიდატისგან პასუხს არ ელოდება, ამიტომ დარბაზს დატოვებს.

“ვინ უნდა გამცეს პასუხი, ან დეოლიგარქიზაციაზე ვინ უნდა მელაპარაკოს, ივანიშვილის დაცვის უფროსმა?",- აღნიშნა სამადაშვილმა, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა, რომ "ზრდილობას რომ ისწავლის", შემდეგ შეეძლება დარბაზში ყოფნა.

გარდა სალომე სამადაშვილისა, სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს არაერთხელ გააწყვეტინა კითხვა. მან ოპოზიციონერ დეპუტატ ხატია დეკანოიძეს უთხრა, რომ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას აკეთებდა, როდესაც საქართველოსთან შედარებით უკრაინის და მოლდოვის წინსვლაზე საუბრობდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე გააწყვეტინა სიტყვა "ლეელოს" წევრ ანა ნაცვლიშვილსაც. მას კითხვები ჰქონდა, მათ შორის შოვის ტრაგედიის გამოძიებაზე, რუსეთის მოქალაქეებისადმი სახელმწიფოს პოლიტიკაზე და ნარკოპოლიტიკაზე. ამასთან, ნაცვლიშვილმა სცადა კითხვის დასმა ირაკლი ჩიქოვანის მიერ "აგენტების შესახებ" კანონის მხარდაჭერაზე, თუმცა მას ანრი ოხანაშვილმა მიკროფონი გაუთიშა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S