Accentnews.ge
ჩიქოვანი: გამიჭირდება პრეზიდენტთან მიმართებაში სიტყვის – „გამაერთიანებელი სიმბოლოს“ გამოყენება

ჩიქოვანი: გამიჭირდება პრეზიდენტთან მიმართებაში სიტყვის – „გამაერთიანებელი სიმბოლოს“ გამოყენება

05/02/2024 11:36:12 პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ "გაუჭირდება პრეზიდენტთან მიმართებაში სიტყვის – „გამაერთიანებელი სიმბოლოს“ გამოყენება". ამის შესახებ მან პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტთან, როგორც „გამაერთიანებელ სიმბოლოსთან" ურთიერთობის შესახებ მას ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ჰკითხა.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში „გამაერთიანებელი სიმბოლოს“, ამ სიტყვის გამოყენება საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებაში გამიჭირდება, გულწრფელად გეტყვით. საკმაოდ მაპოლარიზებელი იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც მას ჰქონდა მიღებული. არ შევალ ამ დებატებში, ამაზე ჩვენი პოზიცია ცნობილია, მეც მაქვს დაფიქსირებული. როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, გეტყვით, რომ პრეზიდენტთან და თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობები არის გაწერილი და დარეგულირებული საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისად, ამით ვისარგებლებ მეც", -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ 2 თებერვალს პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი იცვლება. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S