Accentnews.ge
განათლების მინისტრობის კანდიდატი: სასკოლო კვების დანერგვაზე აქტიური მუშაობა მიმდინარებს

განათლების მინისტრობის კანდიდატი: სასკოლო კვების დანერგვაზე აქტიური მუშაობა მიმდინარებს

05/02/2024 13:00:50 პოლიტიკა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, რომ 2024 წლის სექტემბრისთვის აღწერილი უნდა იყოს საქართველოს ყველა საჯარო სკოლა, იმისთვის, რომ დაიწყოს სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა.

მისი თქმით, უკვე დასრულებულია კახეთის რეგიონის სკოლების აღწერა.

„2023 წელს ჩვენ სპეციალური პროგრამა შევქმენით სამინისტროში, სპეციალური მცირე სამსახური ჩამოვაყალიბეთ და დაწყებული გვაქვს უკვე დეტალური აღწერა ყველა სკოლის, მაგალითად, კახეთის რაიონში სრულად დასრულებული გვაქვს და ასე ვაპირებთ. ვცდილობთ, რომ 2024 წლის სექტემბრამდე საქართველოს ყველა, 2084 საჯარო სკოლის აღწერა მოვახდინოთ და რეალურად დავდოთ სურათი თუ რომელ სკოლაში, რა ფორმით რა დროსაა შესაძლებელი სასკოლო კვების პროექტის დაწყება. ამიტომ ამ კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სამინისტროში", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S