Accentnews.ge
რატი ბრეგაძე:  სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ნამდვილად ის, რომ დღეს არც ერთი კითხვა დასმულა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

რატი ბრეგაძე:  სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ნამდვილად ის, რომ დღეს არც ერთი კითხვა დასმულა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

05/02/2024 14:29:27 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის რატი ბრეგაძის განცხადებით, „სასიამოვნო მოულოდნელობა“ იყო, რომ დღეს ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ დეპუტატებს კითხვები არ დაუსვამთ.

მისი თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ამ საკითხზე სალაპარაკო არავის არაფერი აქვს“.

„გარკვეულწილად, სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ნამდვილად ის, რომ არც ერთი კითხვა არ დასმულა მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით, განსხვავებით ყველა წინა შემთხვევისგან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება იყო კორექტული და ამ საკითხზე სალაპარაკო არავის არაფერი აქვს“,-განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სხდომაზე, სადაც თავდაცვის, იუსტიციის, შს და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კითხვები საერთოდ არ დაუსვამთ, ხოლო ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომელბმაც კითხვები დასვეს, ექს–პრეზიდენტის საკითხს არ შეხებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S