Accentnews.ge
ვახტანგ გომელაური: დღეს რომ სანაპირო დაცვა გვაქვს, ამერიკელების დამსახურებაა

ვახტანგ გომელაური: დღეს რომ სანაპირო დაცვა გვაქვს, ამერიკელების დამსახურებაა

05/02/2024 15:03:10 პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შსს გააგრძელებს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, რომლებიც, მისი თქმით, მილიონებს ხარჯავენ ქვეყნის დასახმარებლად. ამის შესახებ მან პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებს, ასევე აშშ-ის იმ ოფისებს, რომლებიც წლებია, მილიონებს ხარჯავენ როგორც მწვანე საზღვარზე, ასევე სანაპირო დაცვაზე. მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ დღეს რომ სანაპირო დაცვა გვაქვს ერთ-ერთ მაღალ დონეზე – 2008 წლის შემდეგ, როცა თითქმის გაგვინადგურეს ომის შედეგად, არის ამერიკელების დამსახურება. ძალიან დიდი დახმარება მოდის აშშ–სგან, ასევე ევროკავშირისგან“, — განაცხადა გომელაურმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S