Accentnews.ge
კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ამჯერად თაკო ჩარკვიანს დაატოვებინეს

კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ამჯერად თაკო ჩარკვიანს დაატოვებინეს

05/02/2024 15:08:38 პოლიტიკა

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ხმაური კვლავ იყო. სხდომა ამჯერად "კანონი და სამართლის" წევრ დეპუტატ თამარ ჩარკვიანს დაატოვებინეს.

იგი რეპლიკით გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის რიმა ბერაძის სიტყვით გამოსვლას, რომელმაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს ჩუბინაშვილის ქუჩაზე არსებული ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა.

„ტაში ამხანაგებო, ტაში“, – განაცხადა ჩარკვიანმა, რასაც თავად წულუკიანმა ასე უპასუხა:

"დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან?".

ამასთან, ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მიხეილ სარჯველაძეს შეაწყვეტინა.

"უკვე მესამედ მოგეცით შენიშვნა, ქალბატონო თამარ. გთხოვთ, დატოვოთ დარბაზი. მგონი, ეს გინდოდათ თქვენც და დატოვეთ დარბაზი! ", - მიმართა სხდომის თავჯდმოარემ ზაზა ლომინაძემ ჩარკვიანს.

პასუხად თამარ ჩარკვიანმა შემდეგიაღნიშნა:

"ისედაც, წულუკიანის მოსასმენად ხომ არ დავრჩებოდი?!".

ცნობისთვის: პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მანამდე იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. სხდომა „ლელოს" წევრ დეპუტატს სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინეს. კერძოდ, მას სხდომის წამყვანმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჯერ მიკროფონი გაუთიშა შედეგ კი დაბრაზი დაატოვებინა. ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს "ოლიგარქი" უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S