Accentnews.ge
სხდომა, რომელზეც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, არმაზ ახვლედიანსაც დაატოვებინეს

სხდომა, რომელზეც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, არმაზ ახვლედიანსაც დაატოვებინეს

05/02/2024 18:01:35 პოლიტიკა

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომიდან, რომელზეც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, მათ შორის ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი გააძევეს.

ხმაური კომიტეტის სხდომაზე ბერლინალეს ფესტივალის საკითხს მოჰყვა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ახვლედიანს ურჩია, რომ ადამიანებზე, რომლებსაც სახელმწიფო არ აფინანსებს, ნუ ინერვიულებს.

"არჩევნებში რომ ვერასდროს გაიმარჯვეთ, ამიტომ ხართ განერვიულებული", – მიმართა წულუკიანმა ახვლედიანს.

პასუხად დეპუტატმა განუცხადა, რომ თუ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ, "ვინ ვის აჯობებს ნახავენ" და ურჩია "ფრთხილად იყვნენ მოსახვევებში".

აღნიშნული რეპლიკის შემდეგ ახვლედიანს სხდომის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

"მოსახვევში ბანანს ფეხი არ დაადგა და არ მოცურდე", - მიმართა მას წულუკიანმა დარბაზის დატოვებისას.

მანამდე სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატებს თაკო ჩარკვიანსა და სალომე სამადაშვილს დაატოვებინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S