Accentnews.ge
სუბარი: ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან, საქართველო აქ შეინარჩუნეს და არა პარიზში

სუბარი: ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან, საქართველო აქ შეინარჩუნეს და არა პარიზში

06/02/2024 11:28:32 პოლიტიკა

მმართველი გუნდის განაყოფის, შეთქმულების თეორიებითა და ანტიდასავლური გზავნილებით გამორჩეული "ხალხის ძალის" წარმომადენელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით თქვა, რომ „არ სტკივა ეს ქვეყანა, ეს არ არის მისი სამშობლო, მისი ქვეყანა, ადამიანს არ შეიძლება, ჰქონდეს ორი სამშობლო".

"მან არჩევანი გააკეთა. გააკეთა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა რადიკალურ ოპოზიციას”. – განაცხადა სუბარმა.

მან ისაუბრა ზურაბიშვილის წინაპრებზეც.

„ჩვენს წინაპრებს არ დაუტოვებიათ ეს სამშობლო, ჩვენი წინაპრები აქ დარჩნენ, ბევრი მათგანი აქ დაიხვრიტა, ბევრი მათგანი გაციმბირდა, ბევრმა მათგანმა იბრძოლა ქვეყნისთვის, შექმნეს ქართული კულტურა, ივანე ჯავახიშვილი კათედრაზე გარდაიცვალა როცა ლექციას კითულობდა, გალაქტიონი, რომლის მეუღლეც გადაასახლეს, ამ ადამიანებმა შეინარჩუნეს საქართველო.

მე დიდ პატივს ვცემ ემიგრაციასაც, მაგრამ მე ვერ მივიღებ სიტყვა „დეფიტიზმს” ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებით ზურაბიშვილისგან, რადგან ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან, საქართველო აქ შეინარჩუნეს და არა პარიზში. კიდევ ერთხელ პატივისცემა მათ, მაგრამ საქართველო აქ გადარჩა”. – თქვა სუბარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S