Accentnews.ge
კობახიძე: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე რეაგირებაა საჭირო, მუშავდება კანონპროექტი

კობახიძე: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე რეაგირებაა საჭირო, მუშავდება კანონპროექტი

06/02/2024 11:48:46 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისგან დასაცავად.

მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მუშავდება.

„იცით, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა კანონპროექტზე, რომლის საფუძველზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი რეაგირება, სათანადო რეაგირება, ისეთ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ტაძრების შეურაცხყოფას და ა.შ.

მე ვფიქრობ, საჭიროა კანონმდებლობის უფრო მკაცრად მოწესრიგება იმისთვის, რომ არავის რელიგიური გრძნობები არ იყოს მომავალში შეურაცხყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ.

მას შემდეგ, რაც სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს, დააინიციიროს საკანონმდებლო ცვლილება, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის. მოგვიანებით უკვე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი მოიცავს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასაც.

"ჩვენი მიზანია, რომ არ დავუშვათ რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და მოვახდინოთ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების თავიდან აცილება“, – ამტკიცებდა ოხანაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S