Accentnews.ge
ჯაფარიძე – პრეზიდენტზე: თუ სურვილი ექნება, შევხვდები

ჯაფარიძე – პრეზიდენტზე: თუ სურვილი ექნება, შევხვდები

06/02/2024 14:34:47 პოლიტიკა

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მზადაა, შეხვდეს პრეზიდენტს და გაერკვეს, რა იდეის მატარებელია მისი ინიციატივა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში სწორი გზავნილებით წარსდგა.

"დღეს სალომე ზურაბიშვილს ძალიან ბევრი სწორი გზავნილი ჰქონდა. მათ შორის, ის, რომ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ დაადო ხელი, როგორც ყველა იმ პრობლემაზე პასუხისმგებელ პირს, რაც თვითონ ჩამოთვალა. ასევე, თქვა, რომ ის წინ აღუდგება საქართველოს უკან დაბრუნებას რუსულ და საბჭოთა სივრცეში, რაც ჩემთვის პრინციპული საკითხია.

თუ სურვილი ექნება, მე შევხვდები, გავარკვევ, ეს ინიციატივა რა შინაარსის მატარებელია და ამ პროცესის მსვლელობა თვითონ როგორ წარმოუდგენია",– თქვა პოლიტიკოსმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზა, შეიქმნას მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებს.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S