Accentnews.ge
სამთავრობო პროგრამას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს

სამთავრობო პროგრამას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს

06/02/2024 19:25:08 პოლიტიკა

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. კენჭისყრაში მონაწილეობა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს.

დეპუტატებმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატების წარდგენილი პროგრამა და ამის პარალელურად, მათ კითხვებიც დაუსვეს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 5 თებერვალს დაიწყო და 8 თებერვლამდე გაგრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S