პრეზიდენტი სტიქიის შედეგად მოქალაქეების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
07/02/2024 07:39:19 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსამძიმრებს იმ ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში სტიქიის დროს დაიღუპნენ.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.
7 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთშიც. მიწის მასაში მოყვა 4 სახლი. მაშველებმა იპოვეს 4 ადამიანის ცხედარი, 5 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.


