Accentnews.ge
ფრიდონ ინჯია – ილია დარჩიაშვილს: ხომ არ სჯობს ჟენევის ფორმატის პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას?!

ფრიდონ ინჯია – ილია დარჩიაშვილს: ხომ არ სჯობს ჟენევის ფორმატის პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას?!

07/02/2024 08:01:34 პოლიტიკა

„ევროპელი სოციალისტების” წევრი დეპუტატი ფრიდონ ინჯია პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ილია დარჩიაშვილს უსმენენ, გამოვიდა ინიციატივით, ჟენევის ფორმატის პარალელურად შეიქმნას კიდევ სხვა ფორმატი, რომელშიც წამყვანი ქვეყანა ჩინეთი იქნება.

ინჯიამ მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაააქტიუროს და სტრატეგიულ პროექტებში უნდა ჩართოს ჩინეთი.

„მაინტერესებს ჟენევის ფორმატი. თუ გადავხედავთ სიტუაციას და ინტერესებს, რუსეთს საკუთარი ინტერესები განაღდებული აქვს, ის წარმოდგენილია საქართველოში, 40 კილომეტრშია. აშშ-ს ასეთი სტატუს-კვო აწყობს, დიდად არ არის დაინტერესებული, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ. თუ ამ საკითხს გადავწყვეტთ, ისინი სხვა მხარეს აღმოჩნდებიან. ხომ არ ფიქრობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ცალსახად მომხრეა და აცხადებს საქართველოს ერთიანობას, ხომ არ სჯობდა ჟენევის ფორმატის პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას. თუ ჩინეთი ჩაერთვება სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში და უფრო მეტი ექნება ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე, შეგვიძლია გამოვიყენოთ ბევრი რამ, შევაჯიბროთ ორივე ფორმატი, ჟენევის და მეორე ფორმატი გავხსნათ, სადაც მთავარი წამყვანი იქნება ჩინეთი. ვნახოთ, რომელი აჯობებს. 15 წელი გავიდა და არაფერია. თქვენი მოადგილეები ყველაფერს აკეთებენ, მუშაობენ, მაგრამ ისეთი ფორმატია, რომ იმათ არაფერი შეუძლიათ. ჩვენ არ ვესაუბრებით რუსეთს, რაც არასწორია, ერთი-ერთზე უნდა ვისაუბროთ ყოველგვარი შუამავლის გარეშე, ამაზე მრავალჯერ ითქვა. ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება სტრატეგიულ პარტნიორობაზე ჩინეთთან. ამის შემდეგ გარკვეული ფანჯარაა - სიწყნარეა. ვფიქრობ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააქტიუროს, სტრატეგიულ პროექტებში უნდა ჩართოს ჩინეთი, ყველაფერი გააკეთოს ამისთვის“,- აღნიშნა ინჯიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S