Accentnews.ge
ილია დარჩიაშვილი: თებერვალში გავაგზავნით წერილს ODIHR-ში და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამკვირვებლებს

ილია დარჩიაშვილი: თებერვალში გავაგზავნით წერილს ODIHR-ში და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამკვირვებლებს

07/02/2024 10:18:19 პოლიტიკა

თებერვალში გავაგზავნით წერილს ეუთო–ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (ODIHR) და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამკვირვებლებს, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ილია დარჩიაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის თინა ბოკუჩავას შეკითხვას.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ეს პირობა შესრულდება.

„ქალბატონო თინა, თქვენი კითხვა იყო არჩევნებზე დამკვირვებლებთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ, გაეცნოთ ხოლმე დოკუმენტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა პარლამენტთან ერთად ამუშავებს. სამოქმედო გეგმაში, რომელიც ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით შეიქმნა და გადავეცით ევროკავშირს, ცალსახად წერია, რომ თებერვალში გავაგზავნით მოწვევას ODIHR-ში. ეს პირობა ძალაშია. თებერვალში, თებერვლის ბოლომდე გაიგზავნება წერილი საქართველოდან და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ODIHR-ის დამკვირვებლებს. ასე რომ, ჯერ დრო გვაქვს და ამას აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S