Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: ანაკლიის პორტის მშენებლობა  ჩვენი მთავრობის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება

ირაკლი კობახიძე: ანაკლიის პორტის მშენებლობა  ჩვენი მთავრობის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება

07/02/2024 13:54:33 პოლიტიკა

ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაოები უკვე დაწყებულია, წელს შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ სამუშაოებს.

"როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო გეგმავს მრავალმილიონიანი ინვესტიციის ჩადებას ამ პროექტში. ყველაფერი განხორციელდება გეგმის შესაბამისად. ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება ჩვენი მთავრობის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამასთან ერთად, სხვა პორტების განვითარებასაც, რესურსების გაძლიერებასაც მიექცევა სათანადო ყურადღება. განსაკუთრებით ეს ეხება ფოთის პორტის განვითარებას, რესურსების გაძლიერებას. ასევე გაგრძელდება აქტიური მუშაობა შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S