Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ სისტემას

ირაკლი კობახიძე: მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ სისტემას

07/02/2024 15:20:11 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უხეში რიტორიკა მთავრობის ინტერესებში არ შედის.

„ნებისმიერ სახელმწიფოს განვითარებისთვის სჭირდება სიმშვიდე, მათ შორის, პოლიტიკური სიმშვიდე, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია, ინსტიტუციონალიზაცია, სადაც გვაქვს ჩვენ სერიოზული ხარვეზები, როგორც თავადაც მოგეხსენებათ. ეს ყველაფერი არის ყველა პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობა, ჩვენ თავიდან ბოლომდე, სამთავრობო შემადგენლობა, ვიქნებით კონცენტრირებული იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესებზე. თუ ამ ყველაფერში იქნება უზრუნველყოფილი ყველა პოლიტიკური სუბიექტის, მათ შორის, ოპოზიციის კონსტრუქციული ჩართულობა, ეს იქნება ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხარვეზები არის - უხეშობა პოლიტიკაში, უხეში რიტორიკა, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, ერთი სუბიექტური მიზეზის გამო (ქვეყნის ინტერესებშიც შედის, რა თქმა უნდა, ნაკლები უხეშობა პოლიტიკაში), როდესაც კონკრეტული პარტია იგებს არჩევნებს, ის სუბიექტურადაც არის დაინტერესებული, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა", - თქვა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი.

„გახსოვთ, როგორ დაიწყო პოლარიზაცია, რადიკალიზმი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ეს იყო, არჩევნების არცნობა. შემდეგ გახსოვთ, რა პროცესები განვითარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. როგორი იყო რიტორიკა და ა.შ. დღეს არ მინდა ამ ყველაფრის შესახებ ვისაუბრო, მინდა მაქსიმალურად აქცენტი გავაკეთო იმ გეგმებზე, რომლებიც მთავრობას აქვს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა გეთანხმებით, რომ მეტი კონსენსუსი, ნაკლები რადიკალიზმი აუცილებლად სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ სისტემას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამას უსმენენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S