Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: ფიზიკის კანონია, აქ ეკონომიკა ნაკლებია, იქ მეტი, შესაბამისად, ადამიანები ერთი ქვეყნიდან მეორეში მიდიან

ირაკლი კობახიძე: ფიზიკის კანონია, აქ ეკონომიკა ნაკლებია, იქ მეტი, შესაბამისად, ადამიანები ერთი ქვეყნიდან მეორეში მიდიან

07/02/2024 17:01:31 პოლიტიკა

"ერთადერთი, რამ რამაც შეიძლება, ხელი შეუწყოს დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებას, არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ან ნიჰილიზმის დაძლევა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, "ბოლო წლების განმავლობაში ვითარება რადიკალურად გაუმჯობესდა, მაგრამ კვლავაც გვისწრებენ ის ქვეყნები, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიდიან".

“თუ სადღაც ეკონომიკა არის 3-ჯერ მეტი, ჩვენი მოქალაქე შეიძლება, წავიდეს იმ ქვეყანაში. მაგრამ ის, რომ ეკონომიკა იზრდება, არ გამოირიცხება ამ მოცემულობით, ანუ ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ სხვაობა კვლავაც დიდია. ბუნებრივია ადამიანის ინტერესია, სადაც არის 3-ჯერ მეტი სხვაობა, გადავიდნენ მეორე ქვეყანაში. ფიზიკის კანონია, აქ არის ნაკლები ეკონომიკა, იქ მეტი, შესაბამისად, ადამიანები ერთი ქვეყნიდან მეორეში მიდიან. ისეთ ვითარებაში, სადაც ასეთი ეკონომიკური სხვაობა გვაქვს, ერთადერთი, რამ რამაც შეიძლება, ხელი შეუწყოს დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებას, არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ან ნიჰილიზმის დაძლევა, თუმცა არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ტელევიზიები, რომლებიც, პირიქით , ხელს უწყობენ ნიჰილიზმის გაღვივებას, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინებას და ა.შ. ეს არ არის კარგი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე, იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა, განსაკუთრებით ახალგაზრდამ დატოვოს ჩვენი ქვეყანა“ , - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S