Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: ჩვენც გვაქვს პატარა ეკლექტიკა ჩვენს იდეოლოგიაში

ირაკლი კობახიძე: ჩვენც გვაქვს პატარა ეკლექტიკა ჩვენს იდეოლოგიაში

07/02/2024 17:51:32 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას „ქართული ოცნების" პოლიტიკური იდეოლოგიის შესახებ „გირჩის" შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ტრადიციულ დემოკრატებშიც კი პირობითია მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის განსხვავება.

„ვართ თუ არა სოციალისტები... ზოგადად განსხვავებები იდეოლოგიებს შორის გახდა ძალიან პირობითი. არა მარტო ჩვენი ტიპის, ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, არამედ ტრადიციულ დემოკრატებშიც, სადაც ისტორიული საფუძველი ჰქონდა მემარცხენე და მემარჯვენე მიმართულებების განვითარებას... იქაც კი დღეს არის ძალიან სერიოზული იდეოლოგიური კრიზისი... შესაბამისად, ტრადიციულ დემოკრატიებშიც კი პირობითია ეს განსხვავება მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის", – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნებას", კობახიძემ განაცხადა, რომ მეტ აქცენტს გააკეთებს პოლიტიკაზე და არა ხისტ იდეოლოგიურ განმარტებებზე.

„ჩვენი პოლიტიკა არის ასეთი: გადასახადების აკრეფის ნაწილში ჩვენ ვართ უკიდურესად მემარჯვენეები. ძალიან ცოტა გადასახადი იკრიბება ჩვენს ქვეყანაში. ხარჯების ნაწილში ვართ, სოციალისტურს არ დავარქმევდი, მაგრამ მკვეთრად სოციალურად ორიენტირებულები. ამიტომ ჩვენც გვაქვს პატარა ეკლექტიკა ჩვენს იდეოლოგიაში. პირობითად ვამბობ ამას. ცოტას ვიღებთ გადასახადების სახით, ბევრს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით", - განმარტა მან და დაამატა, რომ წესდების მიხედვით, „ქართული ოცნება" მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტიაა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S