Accentnews.ge
რობინ დანიგანი: "ჩვენ ყველას გვინდა, რომ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ვნახოთ"

რობინ დანიგანი: "ჩვენ ყველას გვინდა, რომ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ვნახოთ"

07/02/2024 19:18:08 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია.

მისი თქმით, აშშ სურს, რომ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს.

"არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ქვაკუთხედი დემოკრატიისა. სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები არის ერთ-ერთი იმ 9 ნაბიჯისა, რაც ევროკავშირმა გაწერა და, რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ეს. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები გვინდა ჩვენ ყველას, რომ ვნახოთ საქართველოში და აშშ მხარს უჭერს ამ პროცესს. ჩვენ ვთანამშრომლობთ საარჩევნო კომისიასთან, ასევე – გრძელვადიან და მოკლევადიან დამკვირვებლებთან, ეუთო/ოდირთან. ჩვენ ვესაუბრებით სახელმწიფო წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და მმართველ პარტიას ამ პროცესის შესახებ. ჩვენ ნამდვილად ველოდებით იმას, რომ ქართველებმა შეძლონ თავიანი ლიდერის არჩევა", - განაცხადა, "რუსთავი 2"–ის ცნობით, ელჩმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S