Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: საქართელოს ეკონომიკური განვითარებისთვის და უვიზო მგზავრობისთვის მნიშვნელოვანია დასავლური ინტეგრაცია

აშშ–ის ელჩი: საქართელოს ეკონომიკური განვითარებისთვის და უვიზო მგზავრობისთვის მნიშვნელოვანია დასავლური ინტეგრაცია

07/02/2024 19:48:12 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ რობინ დანიგანის განცხადებით, საქართელოს ეკონომიკური განვითარებისთვის და უვიზო მგზავრობისთვის მნიშვნელოვანია დასავლური ინტეგრაცია.

"მე ნამდვილად მინდა უფრო მეტი ქართველი მოგზაურობდეს აშშ-ში და ჰქონდეთ ვიზა. მე ზოგადად ვისაუბრებ უვიზო მიმოსვლაზე, ამისთვის არსებობს ძალიან ტექნიკური მოთხოვნები, რომ ქვეყანამ მიიღოს უვიზო რეჟიმი. ევროკავშირის უმეტეს ქვეყანას აქვს უვიზო რეჟიმი, ამიტომ, ამას დავუკავშირებ საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან, რამდენად სარგებლიანია ევროკავშირში გაწევრიანება, უკეთესი სამუშაო ადგილები, უკეთესი პენსიები და ასევე მოგზაურობაც უფრო მარტივი ხდება. ვფიქრობ, საქართელოს ეკონომიკური განვითარებისთვის და უვიზო მგზავრობისთვის მნიშვნელოვანია დასავლური ინტეგრაცია", – განაცხადა, "რუსთავი 2"–ის ცნობით, ელჩმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S