აშშ–ის ელჩმა საქართველოში მისი მისიის პირველი პრიორიტეტი დაასახელა
07/02/2024 19:50:09 პოლიტიკა
აშშ–ის ელჩმა რობინ დანიგანმა საქართველოში მისი მისიის პირველი პრიორიტეტი დაასახელა.
"აშშ-ს საქართელოსთან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ამ მთავრობასთან, ოპოზიციასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ასევე გვაქვს ხალხთაშორის კავშირი. ჩემი პირველი პრიორიტეტია, რომ გავაღრმაო ეს სტრატეგიული ურთიერთობა. ეს არის პრეზიდენტ ბაიდენის და მდივან ბლინკენის პრიორიტეტი. მე ვიმუშავებ ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროებში. უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭრია საქართელოსი. აშშ-მა საქართველოს დახმარების სახით 6 მილიარდი დოლარი გამოუყო. ჩვენ ავაშენეთ, საავადმყოფოები, სკოლები, ჩავატარეთ ტრენინგები ექიმებთან, მასწავლებლებთან, დავეხმარეთ ეკონომიკის გაძლიერებაში ქვეყანას. აშშ-ს ნამდვილად სურს, რომ საქართველო იყოს ძლიერი, წარმატებული, ასევე – ძლიერი წევრი დასავლურ სამყაროში", – განაცხადა, "რუსთავი 2"–ის ცნობით, ელჩმა.


