ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული
08/02/2024 08:23:19 პოლიტიკა
ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული. დარწმუნებული ვარ, დღესაც ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ვერ ნახავდა უკეთეს განსახიერებას იმისა, თუ რა დარჩა 2012 წლის "ოცნებიდან", ვიდრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძეა“.
"ჩვენი მთავარი ამოცანა და საკითხი არის, საზოგადოებას ვაჩვენოთ მათ შორის, კობახიძის რეალური სახე და ვკითხოთ ერთი ნაბიჯი, პოლიტიკური სვლა, ან მისი სიტყვის ერთგულების ერთი გამოხატულება და ფასი, რის გამოც მან დაიმსახურა საზოგადოების ნდობა. მე ჩამოვთვლი 10 მიზეზს მაგალითად, რის გამოც არ დაუმსახურებია", – განაცხადა ლილუაშვილმა.


