Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა არასოდეს უნდა ესროლონ ერთმანეთს

ირაკლი კობახიძე: ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა არასოდეს უნდა ესროლონ ერთმანეთს

08/02/2024 09:04:59 პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას ალტერნატივა არ აქვს.

მისი თქმით, აფხაზებთან და ოსებთან ომი გამოუსწორებელი დანაშაული იქნებოდა.

„ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ჩვენი​ პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი უცხოელი მეგობრების მოწოდებები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის გზით დაბრუნების შესახებ. მინდა შეგახსენოთ, რომ ამგვარი სცენარის პირობებში ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც. ეს იქნებოდა გამოუსწორებელი დანაშაული ისტორიისა და მომავალი თაობების წინაშე.

ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა არასოდეს უნდა ესროლონ ერთმანეთს. ამ დანაშაულს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას ალტერნატივა არ აქვს", - თქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

კობახიძის სიტყვებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფი დეპუტატები ოვაციით შეხვდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S