ირაკლი კობახიძე: გაუმჯობესდება ადრეული შეტყობინების სისტემები
08/02/2024 09:11:24 პოლიტიკა
პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში გასულ დღეებში განვითარებულმა სტიქიებმა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებაზე ზრუნვის მნიშვნელობა გაააქტუალურა.
„დასავლეთ საქართველოში გასულ დღეებში განვითარებულმა სტიქიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად პრიორიტეტულია გარემოს დაცვაზე და ბუნებრივი კატასტროფის რისკების შემცირებაზე ზრუნვა გლობალური კლიმატური ცვლილებების პირობებში. ამ მიზნით მთავრობა უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან ჰარმონიზაციას, გაუმჯობესდება მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინებების სისტემები, გაფარდოვდება ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგის და შეფასების სისტემები, გაიზრდება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების ეფექტიანობა და ევროკავშირის პროცესებთან განხორციელდება სამრეწველო ემისიების რეგულირება", – განაცხადა მან.
ამასთან, კობახიძემ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ხოლო სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა.
ბაღდათის რაიონში 7 თებერვალს ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი ჩაიყოლა და 9 ადამიანი იმსხვერპლა. მანამდე, 6 თებერვალს სტიქიას ხულოსა და ქედაში ორი ადამიანი ემსხვერპლა.


