Accentnews.ge
პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, სიტყვიერი დაპირისპირება იყო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, სიტყვიერი დაპირისპირება იყო

08/02/2024 09:45:16 პოლიტიკა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

სიტყვიერი დაპირისპირება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატის ბექა ლილუაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ირაკლი კობახიძეს „გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარეობის სავარძელში ჩამსმელი“ უწოდა.

საპასუხოდ, „ხალხის ძალის“ წევრმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ლილუაშვილს უთხრა: „თვალებიც ხომ ამან არ დათხარა?“.

ლილუაშვილმა კოლეგებს უმრავლესობიდან დამშვიდებისკენ მოუწოდა და კობახიძეს ასე მიმართა:

"დამისახელეთ თქვენი ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, ან სიტყვის ერთგულების ერთი ფაქტი, რის გამოც ადამიანების ნდობას იმსახურებთ. მე პირიქით - შემიძლია დაგისახელოთ მინიმუმ 10, რის გამოც არ იმსახურებთ. მაგალითად, თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარეობის სავარძელში ჩამსმელი, თქვენივე დაწერილი კონსტიტუციის გამპარტახებელი, მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების საბოლოოდ გამაძლიერებელი, რუსული კანონის ინიციატორი და მიმღები, პარლამენტის ინსტიტუტის რეალური ფუნქციონირებისგან სრულად დამცლელი და პერსონალურად თქვენ ხართ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მოქალაქეების ასი ათასიანი საპროტესტო აქციის მიზეზი, თან ორჯერ. ივანიშვილმა რატომ აგირჩიათ, გასაგებია - ყველაფერი ეს მისი დავალებით შეასრულეთ, მაგრამ საქართველოს ხალხმა რატომ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, ამაზე გვიპასუხეთ. მეორე კითხვა - ივანიშვილი ვერ შეარჩევდა თქვენზე უკეთეს განსახიერებას იმისა, როგორ ტყუილებში ჩაკარგულ ძალას წარმოადგენს დღეს „ქართული ოცნება“. ამის დასტურია თქვენი დღევანდელი გამოსვლა. თქვენ მიერ წარმოდგენილი პროგრამიდან, რომლის დიდი ნაწილი ჩვენი დაწერილია. თუ შტაბის ხელმძღვანელი წერს ახლა, ალბათ ღარიბაშვილი დაგიწერთ სამთავრობო პროგრამას. 13 ათასი დევნილი ოჯახისთვის და 1200 ეკომიგრანტისთვის საცხოვრებლით დაკმაყოფილება - არ შესრულდა; ადამიანების გაჭირვებით პოლიტიკური ვაჭრობის დასრულება და სოციალური შეფასების სისტემის რეფორმა - არ შესრულდა (ამოღებულია პროგრამიდან); სოციალური დახმარების პაკეტების, მაგალითად, საარსებო მინიმუმის კანონის წესით ყოველწლიური ზრდა, ინდექსაცია - არ შესრულდა; პოლიტიკური და ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი წყაროების, საგადასახადო შეთანხმების გაუქმება და დავების რეფორმა -არ შესრულდა. მაინტერესებს როგორ უნდა დაგვარწმუნოთ, რომ იმ დაპირებებს შეასრულებთ მომდევნო 9 თვეში, რაც ღარიბაშვილმა 3 წელიწადში არ შეასრულა?".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S