Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან

ირაკლი კობახიძე: დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან

08/02/2024 10:00:16 პოლიტიკა

პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ სახელმწიფო იღებს ყველა ზომას ეკლესიის ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმების დასაცავად.

„სახელმწიფო სეკულარული პრინციპის დაცვით იღებს ყველა ზომას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ 6 თებერვალს განაცხადა, რომ საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისგან დასაცავად.

ცნობისთვის: 7 თებერვალს დროებითი მოთავსების იზოლატორი 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ დატოვა აქტივისტმა ნატა ფერაძემ.

შსს-მ აქტივისტის მიმართ ადმინისტრაციული წესით (წვრილმანი ხულიგნობა) სამართალწარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა სამების ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც გამოსახული იყო საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S