Accentnews.ge
დავით ხაჯიშვილი – „ქართულ ოცნებას“: ემიგრანტების ფული გინდათ ქვეყნის ეკონომიკაში, ხოლო მათი არჩევნებში მონაწილეობა არა

დავით ხაჯიშვილი – „ქართულ ოცნებას“: ემიგრანტების ფული გინდათ ქვეყნის ეკონომიკაში, ხოლო მათი არჩევნებში მონაწილეობა არა

08/02/2024 11:51:16 პოლიტიკა

ჩვენი დიასპორის, ემიგრანტების ფული გინდათ ქვეყნის ეკონომიკაში, ხოლო მათი არჩევნებში მონაწილეობა არა! ეს ხალხი აქედან გაექცა უმუშევრობას, უპერსპექტივობას და სიღარიბეს, - ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა „ქართულ ოცნებას".

მან ასევე მიმართა კონკრეტულად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს, პარლამენტში დააინიციროს კანონპროექტი, რითაც ემიგრანტები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.

„ბატონო ირაკლი, გუშინ ისაუბრეთ არჩევნებში დიასპორის ჩართულობაზე, ბოლო პასუხში კი, ფაქტობრივად, ამ პრობლემის მოგვარებაზე პასუხი ვერ მოვისმინეთ. თქვენ თქვით, რომ დროებითი წარმომადგენლობის გახსნა შეუძლებელია, ფაქტობრივად, რადგან ერთ დღეში უნდა დაიხუროს. შემიძლია ამ თეზისში ნაწილობრივ დაგეთანხმოთ, თუმცა იმ არსებულ სიტუაციას ესეც კი აჯობებდა. თუ ამ ხალხის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში გვინდა, ჩვენ მინიმალური კომფორტი მაინც უნდა შევუქმნათ. არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღონ 600-800 კმ არ უნდა იარონ. ამიტომ გთხოვთ, რომ კანონპროექტი დააინიციიროთ პარლამენტში, რადგან ამის გარშემო სხვანაირად პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. აქვე მინდა მიპასუხოთ და უპასუხოთ დიასპორას - დააინიცირებთ თუ არა პარლამენტში ასეთ კანონპროექტს და მოგვარდება, თუ არა ეს პრობლემა?“ - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S