Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: დავუპირისპირდებით ნარკოტიკებზე ლოიალური დამოკიდებულების პროპაგანდას

ირაკლი კობახიძე: დავუპირისპირდებით ნარკოტიკებზე ლოიალური დამოკიდებულების პროპაგანდას

08/02/2024 11:55:04 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ დაუპირისპირდებიან ნარკოტიკებზე ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბების „პროპაგანდას”.

„გააქტიურდება ბრძოლა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით პროპაგანდას, რომელიც საზოგადოებაში ნარკოტიკების მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული“, – განაცხადა კობახიძემ.

რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის განხორციელებაზე საუბრობენ, რომელიც, მათი თქმით, სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ იქნება მიმართული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S