Accentnews.ge
პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს გულსაბნევის გამო შენიშვნა მისცა: „ახალი დაამზადეთ"

პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს გულსაბნევის გამო შენიშვნა მისცა: „ახალი დაამზადეთ"

08/02/2024 13:17:22 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "ლელოს" წევრ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს გულსაბნევის გამო შენიშვნა მისცა.

პაპუაშვილის თქმით, ნაცვლიშვილი არღვევს „ეროვნული დროშის გამოსახვის სტანდარტს”, რადგან გულსაბნევზე, რომელიც მას უკეთია ჯერ ევროკავშირის დროშაა გამოსახული, შემდეგ კი საქართველოსი.

„ქალბატონო ანა, შეგატყვეთ, რომ გულსაბნევი გაქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშით. მესმის, რომ, როგორც ჩანს, სადღაც გაჩუქეს ეს გულსაბნევი. თუმცა, მე მგონი, თქვენს პარტიას არ გაუჭირდება დაამზადოს სხვა სახის გულსაბნევი, ვინაიდან თქვენ ხართ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო ეროვნული დროშის გამოსახვის სტანდარტი გულისხმობს, რომ ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ, ნებისმიერი სხვა დროშა. ამიტომ თქვენს გულსაბნევზე თქვენგან მარჯვნივ ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ, ევროკავშირის დროშა. ამიტომ გთხოვთ, და იქნებ, თქვენს პარტიაში შეძლოთ, რომ ასეთი სახის გულსაბნევები დაამზადოთ“, – მიმართა პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს.

პაპუაშვილის ამ სიტყვებს დარბაზში მცირე ტაში მოჰყვა უმრავლესობის წევრების მიხრიდან. 6 თებერვალს პაპუაშვილმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილს მისცა შენიშვნა. მას სხდომაზე ჯინსები, პერანგი და ნაქსოვი მოსაცმელი ეცვა. დღეს ელისაშვილი პარლამენტში ჩოხით მივიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S