Accentnews.ge
"ისტორიაში შევა ილჰამ გამარჯვებულად" – სააკაშვილი ალიევს არჩევნების შედეგებს ულოცავს

"ისტორიაში შევა ილჰამ გამარჯვებულად" – სააკაშვილი ალიევს არჩევნების შედეგებს ულოცავს

08/02/2024 14:18:29 პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"ვულოცავ გამარჯვებას ილჰამ ალიევს. არავის არასოდეს არ უკეთებია აზერბაიჯანისთვის იმდენი, რამდენიც ამ ქვეყანას გაუკეთა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ისტორიაში ის შევა, როგორც ილჰამ გამარჯვებული, ხოლო მისი პრეზიდენტობის წლები ისტორიაში დარჩება, როგორც აზერბაიჯანის ოქროს ხანა",– ამბობს სააკაშვილი.

ადგილობრივი მედია საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 92,05%-ით გაიმარჯვა. დათვლილია ხმების 93,35%.

მეორე ადგილზე გავიდა კანდიდატი ორუჯ ზაჰიდ მაჰარამ-ოღლუ, რომელმაც 101,851 (2.19%) ხმა მიიღო, მესამე ადგილზე გასულმა მუსტაფა ფაზილ გაზანფარმა კი 92,980 (2%) ხმა მიიღო. დანარჩენმა კანდიდატებმა კი ხმების 2%-ზე ნაკლები მიიღეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S