ელისაშვილი: ჩვენც კარგად დალეწილები ვართ, დარეტიანებულები დავდივართ, ახლა ბაქიბუქი რომ ავტეხო, "აუცილებლად ბეჭებზე დაგდებთ 26 ოქტომბერს", მთლად ასეც ვერ გამოვა
08/02/2024 16:01:19 პოლიტიკა
მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მხარს ვერ დაუჭერს მინისტრთა კაბინეტს და ერთ–ერთ მთავარ მიზეზად მათი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისადმი ანგარიშვალდებულება დაასახელა.
"ასე შეიძლება იმართებოდეს ოჯახი, მაგრამ არა ქვეყანა",– თქვა ელისაშვილმა პარლამენტში.
"ბატონო ირაკლი, თქვენ კი მოგქონთ და გიყვართ, როდესაც მთელს ოპოზიციას აბუჩად გვიგდებთ, მაგრამ... სინამდვილეში ჩვენც კარგად დალეწილები ვართ აქეთ – დარეტიანებულები დავდივართ, ახლა აქ ბაქიბუქი რომ ავტეხო, აუცილებლად ბეჭებზე დაგდებთ 26 ოქტომბერს, მთლად ასე ვერ გამოვა",– აღნიშნა ელისაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ რიგი პოლიტიკური ლიერები "დაწევენ ამბიციებს" და გამოიკვეთება თანამშრომლობის კონტურები პროევროპულ ფლანგზე, რათა შესაძლებელი გახდეს ცვლილებები, რადგან ცვლილებები სჭირდება ქვეყანას".
"სულ რომ ოქროს სასახლეები გქონდეთ აშენებული და მართლა ყველა რომ იყოს დასაქმებული ქვეყანაში, ჩვენნაირი პოლიტიკური წარსულის მქონე ქვეყანაში აუცილებელია ძალიან მშვიდად ხელისუფლების ცვლილება, რათა ანგარიშვალდებულების ღერძი სწორი გახდეს – ხელისუფლება უნდა იყოს ანგარიშვალდებული ხალხთან",– თქვა ელისაშვილმა.


