Accentnews.ge
პრემიერმა თქვა, რომ ახალი სტატუსიდან გამომდინარე მოუწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა

პრემიერმა თქვა, რომ ახალი სტატუსიდან გამომდინარე მოუწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა

08/02/2024 19:53:10 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი სტატუსიდან მოუწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა. მანამდე ოპოზიციამ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ კობახიძე არასდროს ჩასულა საოკუპაციო ხაზთან.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი ვითარების გასაცნობად.

„ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე აუცილებლად მომიწევს [საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა]. ეს სტატუსთან არსებითად არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა. მათ შორის, დღეს საპარლამენტო განხილვის დროს საუბარი გვქონდა, განსაკუთრებულ საჭიროებებზე, რომლებიც აქვთ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ბუნებრივია ამით უნდა დავინტერესდეთ და ადგილზე ვიზიტიც იქნება მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას“,- განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S