Accentnews.ge
ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

09/02/2024 06:31:26 პოლიტიკა

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

მისი თქმით, 2024 წელი გადამწყვეტი წელიწადია ქვეყნისთვის, რადგან არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. 2024 წელი გადამწყვეტი წელიწადია ქვეყნისთვის, რადგან ქართველი ხალხი არჩევნებზე მიდის. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგსა და ეკონომიკურ განვითარებაში“, – წერს ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S