ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
09/02/2024 09:53:10 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
„ვულოცავ ახალდანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ ეტაპზე, ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლას, – წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში.


