ოლაფ შოლცი – ირაკლი კობახიძეს: მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის
09/02/2024 13:41:41 პოლიტიკა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს.
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გულითადად გილოცავთ თქვენს დანიშვნას. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის და ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის. გისურვებთ იღბალსა და წარმატებას თქვენს თანამდებობაზე. საუკეთესო სურვილებით, ოლაფ შოლცი“, – ნათქვამია მილოცვაში.
საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გუშინ გამოუცხადა.


