Accentnews.ge
წულუკიანმა მთავრობის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა

წულუკიანმა მთავრობის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა

12/02/2024 09:28:25 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განახლებული მთავრობის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭირო იქნება დარგის სპეციალისტების ჩართულობა. გარდა ამისა, გამოქვეყნდება მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები.

„განკარგულებების გამოქვეყნების გარდა, რომელიც სხვადასხვა დროს, როგორც მე მახსენდება, 2012 წლიდან დღემდე ქვეყნდებოდა, ხანდახან ვერ იყო ხელმისაწვდომი, როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მთავრობა და მისი ადმინისტრაცია მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ გამოქვეყნების პროცედურა იყოს განუხრელად დაცული, ასევე - ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ინფორმაციაზე. რაც მთავარია, როდესაც რაიმე ტიპის გადაწყვეტილება მიიღება, დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა, მით უმეტეს, საქმე ეხება მაგალითისთვის, მასშტაბურ და მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას ან სხვა ინსტიტუციურ ცვლილებას, რომელიც მოითხოვს დარგის სხვადასხვა სპეციალისტის, ექსპერტის ან წარმომადგენლის აზრის მოსმენას, მანამ, სანამ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა.

როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, მთავრობას საზოგადოებასთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია ექნება.

„გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად ახსნილი, შეძლებისდაგვარად, ყველას მიერ სათანადოდ ახსნილი და გაგებული", - დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S