Accentnews.ge
გიორგი ბოტკოველი: კორუფციული ბუდე არ ჩამოშლილა

გიორგი ბოტკოველი: კორუფციული ბუდე არ ჩამოშლილა

12/02/2024 09:17:04 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ "ირაკლი კობახიძე იქნება პრემიერ-მინისტრი თუ არა, ეს ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს იმ ხაზს, სადაც მხოლოდ თვითონ მდიდრდებიან და არაფერს აკეთებენ ხალხისთვის".

მისი თქმით, „როგორი კორუფციული მმართველობაც იყო ბიძინა ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში, ასევე გაგრძელდება ახლაც“.

„კობახიძე პრემიერ-მინისტრი იქნება თუ არ იქნება, ეს ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს იმ ხაზს, რომ მაქსიმალურად საკუთარი გამდიდრებისთვის იზრუნონ და არაფერი გააკეთონ ხალისთვის, რომელსაც რეალურად სჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა, რათა ღირსეული შემოსავალი ჰქონდეთ. ასევე ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ოჯახები არჩინონ და არ გადაიხვეწონ სხვა ქვეყნებში იმისთვის, რომ ოჯახები შეინახონ. ამიტომ კორუფციული ბუდე არ დაშლილა, ეს კორუფციული ბუდე აქტიურად აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S