Accentnews.ge
ბექა ლილუაშვილი: ივანიშვილმა დამაზიანებელ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

ბექა ლილუაშვილი: ივანიშვილმა დამაზიანებელ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

12/02/2024 08:36:21 პოლიტიკა

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ეხმიანება "ლელოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თანახმად, "არჩევნების შემდეგ ივანიშვილი მოსკოვში წავა".

ლილუაშვილის თქმით, რომელიმე პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტი არ არის, ვინ სად იქნება, ხოლო ივანიშვილს კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი.

„ლელოს“ საარჩევნო კამპანიის შეფასებაში არ შევდივარ, თუმცა, ერთი რამ უნდა ითქვას, „ოცნება“, განსახიერებული ივანიშვილით, ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ვერ გაქრება. ის უნდა გადავიდეს ოპოზიციაში და თავის პასუხისმგებლობა დაიტოვოს. ეგრე, სად არის, ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყნის უკან დახევაში მონაწილეობა მიიღე, დამაზიანებელი ნაბიჯები გადადგი და იმის გამო, რომ ბევრი რესურსი გაქვს, აორთქლდე, გადასახლდე და მშვიდად გააგრძელო პასუხისმგებლობის გარეშე ცხოვრება. არა, მან, ისევე როგორც ყველა წარმომადგენელმა ამ ძალის, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, პოლიტიკურიც, სამართლებრივიც, ყველანაირი. არავის გადასაწყვეტი, არც „ლელოსი“ და არც სხვისი არ არის ის, რომ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს. „ოცნება“ ოპოზიციაში რომ გადავა 2024 წელს, როგორ გგონიათ, უნდა აორთქლდეს?! ის დარჩება ბუნებრივია, შეიძლება დაიშალოს, ერთ, ორ ან 10 ნაწილად. იგივე ივანიშვილს იმდენ რამეზე აქვს პასუხები გასაცემი, იმდენი პასუხისმგებლობა აქვს ასაღები, მათ შორის, პოლიტიკურიც, შესაძლოა სამართლებრივი, სად უნდა წავიდეს?!“- განაცხადა ლილუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S