პეტრე ცისკარიშვილი: ბუნებრივი იქნებოდა, სააკაშვილი იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
13/02/2024 10:30:00 პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი, მას გადაწყვეტილი აქვს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვა, აქედან გამომდინარე, მისი ბუნებრივი პოზიცია იქნებოდა, იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, - ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის პრემიერად დასახელება მხოლოდ მისი პირადი მოსაზრება არ არის.
“ჩემი თანაპარტიელების საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა, ვინც ამ აზრს იზიარებენ. საბოლოო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მისაღებია. იმედი მაქვს, შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას თვითონ გამოაცხადებს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.


