Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ: „პარტნიორებს კარგად ესმით 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობა“

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ: „პარტნიორებს კარგად ესმით 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობა“

13/02/2024 10:33:21 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები – ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და სხვა ევროპელ დიპლომატებს შეხვდნენ.

ვროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებს კარგად ესმით 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობა.

როგორც მან აღნიშნა, ელჩებს ენმ-ის სამი პრიორიტეტი გააცნეს.

"წარმოუდგენელია, კონკურენტულ უნარიანად შეფასდეს არჩევნები, როცა მთავარი ოპოზიციონერი, პრეზიდენტ სააკაშვილი არის ციხეში. მეორე, ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ სამასამდე იდენტიფიცირებული უბანი, სადაც ივანიშვილის პარტია ახერხებს მანიპულაციებს და იწერს შედეგებს. და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ამ რამდენიმე საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, ეს არის საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები და როგორ უნდა გახდეს საქართველო ეკონომიკურად წარმატებულო ქვეყანა, საიდანაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კი არ გარბიან ჩვენი მოქალაქეები, არამედ საქართველოში აქვთ ღირსეული შემოსავალი. უმნიშვნელოვანესია 2024 წლის არჩევნები და უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები განსაზღვრავს საქართველოს კურსს და ეს კარგად ესმის მოქალაქეს და ჩვენს პარტნიორებსაც. ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი აქტიურები და ისეთი ინტერესით, როგორც არასდროს არ ყოფილა, ახლა იქნება ისეთი დაკვირვება არჩევნებზე, მათ შორის ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, როგორიც არ ყოფილა არასდროს, უპრეცედენტოდ მობილიზებულები ვიქნებით ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც", – განაცხადა მან.

თავის მხრივ პეტრე ცისკარიშვილი, აღნიშნავს, რომ პარტიას აქვს თხოვნები ევროპელ პარტნიორებთან, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხელი შეუწყონ გამბედავი გადაწყვეტილების მიღებაში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

“რა თქმა უნდა, ელჩები ვერ მოგცემენ კონკრეტული დაპირებას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებენ. ჩვენ ვიცით და მათაც კარგად იციან, რომ გასაღები ერთ კაცს უდევს, მაგრამ მასზე უნდა მოხდეს ზეწოლა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე პარტნიორების მხრიდან. სერიოზული მუშაობა მიდის ასევე უკრაინელ მეგობრებთან, რათა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში ყველა აქტორი დაგვეხმაროს. გადაწყვეტილების მისაღებად სერიოზული ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ამ მიმართულებით გვაქვს თხოვნები ჩვენს კოლეგებთან - ევროპელ პარტნიორებთან, რათა ამ ქალბატონს ხელი გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუწყონ. ეს მის ინტერესებშიც შედის. თუ მისი ისტორიული მისია შეიძლება იყოს ის, რომ პრეზიდენტობის დროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მეტ კონსოლიდაციაში დაეხმარა, ის იყო ისტორიის სწორ მხარეს, მაშინ როდესაც კონკრეტული დაჯგუფება საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებდა, გადამწყვეტი არჩევნების წინ ასეთი გაბედული გადაწყვეტილება მას საქართველოს ისტორიისა და ევროპელი კოლეგების წინაში უფრო დიდ მასშტაბში წარმოაჩენს, ვიდრე ის, რომ წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩატოვოს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S