მიხეილ სააკაშვილი EPP-ის 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება
13/02/2024 14:23:29 პოლიტიკა
პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.
"ბატონო პრეზიდენტო,
მოხარული ვართ, მოგიწვიოთ ევროპის სახალხო პარტიის 2024 წლის კონგრესზე, რომელიც გაიმართება ბუქარესტში, 6-7 მარტს.
2024 წლის კონგრესის, რომელსაც თანამასპინძლობას უწევს [რუმინეთის] ნაციონალური ლიბერალური პარტია, ძირითადი საკითხი იქნება მიმდინარე წლის ევროპული არჩევნებისთვის მომზადება. ევროკომისიის პრეზიდენტობის EPP-ის კანდიდატის წარდგენასა და EPP-ის საარჩევნო მანიფესტის მიღებასთან ერთად, რაც ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შეადგენს, კონგრესი ასევე იქნება მთელი ჩვენი პოლიტიკური ოჯახის შეკრების, რეზოლუციებისა და წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და საარჩევნო კამპანიის ცენტრალური თემების განხილვისშესაძლებლობა. გთხოვთ იხილოთ თანდართული პროგრამა.
საუკეთესო სურვილებით,
მანფრედ ვებერიევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი", – ნათქვამია წერილში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" აქვეყნებს.


