სააკაშვილი: თუ რუსეთი უკრაინის მიწას მიიღებს, ის ბალტიისპირეთში შეიჭრება
14/02/2024 05:52:38 პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინის მიწას მიიღებს, ის ბალტიისპირეთში შეიჭრება.
"თუ რუსეთი მოახერხებს უკრაინის ნაწილზე კონტროლის გაყინვას, რა თქმა უნდა, ომი ამ დროებითი გაყინვის შემდეგ მალევე გავრცელდება უკრაინის, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში. ამიტომ ასეთი გარიგება არასოდეს იქნება სიცოცხლისუნარიანი", - აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გარეშე არ შეიძლება იყოს რეალური მშვიდობა, არამედ მხოლოდ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია.
"არც ვოლოდიმირ ზელენსკის, და არც სხვა ვინმეს შეუძლია ენდოს პუტინს. დასავლეთმა უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს, რათა თავიდან აირიდოს კიდევ უფროი ძვირი ომი ნატო–სთან მომავალში. თავის დასაცავად ერთადერთი შანსი არის უკრაინის გამარჯვება ახლა შესაძლებელი გახდეს", – აცხადებს სააკაშვილი.


