საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებენ
14/02/2024 07:54:26 პოლიტიკა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში დაბარება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება.
„ვიბარებთ ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს, ვინაიდან, ჩვენ ვერ მოვისმინეთ, მათ შორის, ახალი პრემიერ-მინისტრისაგან განმარტება, ან მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს საზღვარგარეთ კონკრეტულად, ახლადგახსნილ უბნებზე ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეთ”, - განაცხადა დეკანოიძემ.


