მიხეილ დაუშვილი: „ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, რომ კორუფცია ჩამოირეცხოს, მაგრამ ვერ ჩამოირეცხავენ
14/02/2024 09:03:13 პოლიტიკა
„ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, რომ კორუფცია ჩამოირეცხოს, მაგრამ ვერ ჩამოირეცხავენ, რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ კობახიძე არის კრისტალურად სუფთა, ტყუილია, უბრალოდ", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან შეგვიქმნას სახე, თითქოს ის არის სუფთა, თუმცა ის პარტიის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი იყო და ყველა პროცესში მონაწილეობდა, რაც ქვეყანაში ხდებოდა.
"დღეს, "ოცნება" ცდილობს, რომ კობახიძისგან შეგვიქმნას სახე, თითქოს ის არის სუფთა, გამჭვირვალე და ა.შ. როდესაც ღარიბაშვილის კორუფციაზე ვსაუბრობთ, ამ დროს კობახიძე სხვა ქვეყანაში იყო, სხვაგან ცხოვრობდა, სხვაგან მოღვაწეობდა თუ რას აკეთებდა? აქ იყო, პარტიის თავმჯდომარე იყო, უმრავლესობის ლიდერი იყო, ჩვეულებრივად ჩართული იყო ყველა იმ პროცესში, რაც ქვეყანაში მიმდინარეობდა. სადმე გაგიგიათ კობახიძის ერთი სიტყვა, რომ ან კორუფცია მისთვის მიუღებელია, ან კორუფციული რისკები დაზღვეული იყოს? მე ასეთი რამ არ გამიგია", - განაცხადა დაუშვილმა.


