Accentnews.ge
სერგო ჩიხლაძე: მიუნხენის კონფერენციაზე მხოლოდ პრეზიდენტი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს და შესაძლებლობას იყენებდეს საქართველოს პოპულარიზაციისთვის

სერგო ჩიხლაძე: მიუნხენის კონფერენციაზე მხოლოდ პრეზიდენტი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს და შესაძლებლობას იყენებდეს საქართველოს პოპულარიზაციისთვის

14/02/2024 09:11:56 პოლიტიკა

მხოლოდ პრეზიდენტი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს და ამ შესაძლებლობას იყენებდეს საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ინვესტორების მოზიდვისა და უსაფრთხოების გარანტიებისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ასეთი ფორუმი საქართველოს ინტერესების დასაცავად უნდა იყოს გამოყენებული.

„მთავარია, რომ ყველა ასეთი ფორუმი გამოყენებული იქნას საქართველოს ინტერესების დასაცავად. ეს მიზნებია საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაცია; ინვესტორების მოძიება და მოზიდვა საქართველოში, რათა ასიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნას და საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები. თუ ამ მიზნებს არ ემსახურება, ყველა ეს წასვლა ფუჭი იქნება. მხოლოდ პრეზიდენტი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს და ამ შესაძლებლობას იყენებდეს საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ინვესტორების მოზიდვისა და უსაფრთხოების გარანტიებისთვის“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო და აპირებს მონაწილეობის მიღებას.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მთავრობისთვის თანხმობის მისაღებად არ მიუმართავს.

უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მას პირველი ოფიციალური ვიზიტი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში ექნება.

მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს მთავრობა საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იქნება წარმოდგენილი.

მიუნხენში ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის. 2023 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.

გასულ წელს მმართველმა პარტიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზიდენტმა უცხოეთში ვიზიტებით კონსტიტუცია დაარღვია, რადგან ამისთვის მთავრობის თანხმობა არ ჰქონია. ირაკლი კობახიძემ მაშინ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევდნენ პრეზიდენტობის ღირსად. პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ ხმების საჭირო რაოდენობა (100 ხმა) ვერ მოაგროვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S